სკოლის შესახებ

თუ გსურთ იყოთ XXI საუკუნის ღირსეული მოქალაქე, იპოვოთ საკუთარი ადგილი საზოგადოებაში, სწორად შეარჩიოთ მომავალი პროფესია და გახდეთ სასურველი უნივერსიტეტის სტუდენტი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარ- გარეთ, თანაც მოიპოვოთ სწავლების სახელმწიფო დაფინანსება (გრანტი), ნუღარ დააყოვნებთ და მოგვმართეთ ჩვენ __ შპს ”მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლას”. ჩვენთან ასწავლიან ქალაქში ცნობილი, უმაღლესი კვალიფიკაციისა და ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილების მქონე პედაგოგები. 

პედაგოგებს ირჩევთ თქვენ, ინდივიდუალურად!
 საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს მრავალგზის აპრობირებული მეთოდებისა და სწავლების თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მცირე- რიცხოვან ჯგუფებში (6-8 მოსწავლე). საქმიანი თანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობებითა და სამუშაო დროის სწორი განაწილებით ჩვენ სწავლას კიდევ უფრო შეგაყვარებთ, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. 

 სწორად წარმართული სასწავლო პროცესისა და სკოლის პედაგოგთა პროფე- სიონალიზმის დამსახურებაა ის შედეგები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები აღწევენ არა მარტო საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე, არამედ მოსწავლეთა რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და კონფერენციებზე. 
 
 დაწყებით კლასებში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა __ 12, ხოლო უცხოურ ენებში (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული) __ 6. დიდ მნიშვნელობას ვაძლევთ მოსწავლეთა არა მარტო გონებრივ, არამედ ფიზიკურ განვითარებას, ამისთვის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული და ცეკვის დარბაზებით. 

სპეციალური პროგრამებით ჩვენ ვამზადებთ აბიტურიენტებს, რომ მოეწყონ ევროპისა ან ამერიკის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში და მოიპოვონ დაფინანსება. 
ჩვენთან სწავლებასა და მომსახურებაში გადახდილი თანხა ნამდვლად შეესაბამება ხარისხს, ამიტომ ხმამაღლა შეგვიძლია გითხრათ: 

გვენდეთ და გაგიმართლებთ!


მის.: ქუთაისი, ბუხაიძის ქ. #9 
ტელ.: (0431) 29. 77. 57;  574. 24. 68. 68;  551. 91. 24. 64;  579. 17. 77. 00
ელ.ფოსტა: info@mtschool.ge;  Facebook: merabtchokhonelidzeschool

Комментариев нет:

Отправить комментарий