სადამრიგებლო 1 კლასი


დამრიგებელი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე  პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი,  მშობლებისთვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა.
ჩემი, როგორც კლასის დამრიგებლის მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას.


                       მუშაობის პრინციპები:

·                     აღზრდის მთლიანობა
·                      შემოქმედი, აქტიური პიროვნების ჩამოყალიბება.
·                     მოსწავლეთა ჩართულობა/მონაწილეობა,მათი ინტერესების გათვალისწინება
·                     თანამშრომლობის და ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი.



კლასთან მუშაობა შემდეგი ფორმით მიმდინარეობს



·                     საუბრები მოსწავლეებთან
·                     დისკუსიები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით
·                     ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიების , ლაშქრობების და სხვა აქტივობების ორგანიზება.
·                     ცნობილ ადამიანებთან შეხვედრის მოწყობა
·                     თანამშრომლობა მოსწავლეთა მშობლებთან და მასწავლებლებთან

                         

                          
  მეორეკლასელის დახასიათება
   მეორე კლასელი პირველკლასელისგან განსხვავებით შეგუებულია მოსწავლის სტატუსსა და ვალდებულებებს. იცვლება სწავლის სტილი. ყველა მოსწავლის წამყვანი საქმიანობა სწავლა ხდება.მას შეუძლია უფროსის დახმარებით შეაფასოს საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზები.  გასათვალისწინებელია ის გარემოება , რომ მოსწავლეები დაღლილები არიან დღის, განსაკუთრებით კი კვირის ბოლოს.ამ დროს მათ ძალიან უჭირთ დისციპლინის შენარჩუნება.
    მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის ცალკეული თვისებების გამოყოფა, შეუძლია მეგობრის შეფასება მისი თვისებებიდან გამომდინარე.კლასში იკვეთება ლიდერი,  ხშირია  მოსწავლეებს შორის პაექრობა. უჩდება ინტერესთა ახალი სფერო, ესაა ურთიერთობა პედაგოგებთან ,  მშობლებთან და თანატოლებთან

                       თემები კლასის საათისთვის

·                     რას ნიშნავს იყო მეორეკლასელი---1  შეხვედრა
·                     საკლასო წესების შემუშავება--2 შეხვედრა
·                     თვისებები, რომლის გამოც ვირჩევთ მეგობრებს,  ადამიანური თვისებები,  თვისებები, რომლებიც ხელს გვიშლის სწავლაში--2  შეხვედრა
·                     იდეალური მეგობრის პორტრეტი, როგორი ვარ მე, ავტოპორტრეტი--2 შეხვედრა
·                     ადამიანების დახმარება, როგორ ვეხმარებით სხვებს?  ჩვენ როგორ გვეხმარებიან?---1 შეხვედრა
·                     სახლში ან მეგობრებთან წამოჭრილი სირთულეები: ტყუილები, ნივთების დაუკითხავად აღება,მოუთმენლობა, სიფიცხე---2 შეხვედრა
·                     კონფლიქტების მოგვარება--1 შეხვედრა
·                     ეტიკეტი. სუფრაზე თეატრსა და კინოში ქცევის წესები-2 შეხვედრა
·                     ორი ჯადოსნური სიტყვა ,,გმადლობთ'',  ,,ბოდიში''--1 შეხვედრა
·                     გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა--1 შეხვედრა
·                     ჯანმრთელობა. ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე--1 შეხვედრა
·                     დღის რეჟიმი, დაგეგმვის აუცილებლობა--1 შეხვედრა
·                     ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, სასარგებლო პროდუქტი,დროულად დაძინება,კომპიუტერის  გამოყენებისა  და ტელევიზორის ყურების  რეგლამენტი.---1 შეხვედრა
·                     მავნე ჩვევების საფრთხე შინ და გარეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაუკითხავად გამოყენება, შესვენების დროს კიბეზე სირბილი.--1 შეხვედრა
·                     უსაფრთხოება: მშობლების ტელეფონის ნომრების ცოდნა, საკუთარი მისამართის ცოდნის აუცილებლობა.ქუჩაში მოძრაობისა და ტრანსპორტით სარგებლობის წესები.---2 შეხვედრა
·                     ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები, ძეგლები, მოვლენები---3 შეხვედრა
·                     ჩვენი ქალაქის გამოჩენილი პიროვნებები--2 შეხვედრა
·                     არდადეგებზე შეძენილი ცოდნა, წაკითხული წიგნები,  ექსკურსიები 2 შეხვედრა

  გარემოს დაცვითი კულტურა
·                     უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ პატრიოტული ცნობიერება
·                      თვალსაწიერის გაფართოება

     

 ღონისძიებების გეგმა

1) სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ  ღონისძიებაში  მონაწილეობის მიღება
2)  ღონისძიება ,, ჭირვეულის მორჯულება“
3)  ეწსკურსია იაკობ გოგებაშილის მუზეუმში
4)  ღონისძიება თოჯინების თეატრი
5)  კულტურული  გასვლა- თეატრი, სამგანზომილებიანი მულთფილმი.
6)  კალიგრაფიის კონკურსი
7)  საშობაო ღონისძიება - საახალწლო ზღაპარი
8)  კონკურსი ,,ვინ უკეთ უვლის სახელმძღვანელოებს''
9)  გაზაფხულის ღონისძიებები,, გილოცავთ..."
10)  მხატვრული კითხვის კონკურსი
11)  დედამიწის დღესთან დაკავშირებული  ნახატების გამოფენა
12)  დედაენის დღე
13)  ექსკურსია




სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება მე პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო,ურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები,ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი პირადი ჰიგიენა,ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღისრეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოსა და ბუნებისმოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება ჩემი ეზო, ჩემი სკოლა,ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანიმოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.

სასურველია, დამრიგებლის საათი დაწყებით კლასებში მიმდინარეობდეს 
მოსწავლეებთან საუბრები, დისკუსიის ფორმატით, დიდაქტიკური
ზღაპრების გარჩევით, იმიტირებული თამაშებით.  
დამრიგებელი მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავს 
შეხვედრის თემას.

 სასურველია, შეხვედრები წინასწარ იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება
კვირის ბოლოს ჯობს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება
და შეჯამება.
სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია მოსწავლეებისგან უკუკავშირის
მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის 
განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა არა?
 ეს დამეხმარება  შემდგომი შეხვედრები უფრო ეფექტიანად დავგეგმო.
ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების საუკეთესო ფორმა
მრგვალი მაგიდა ან წრეში დასხდომაა.
ასევე, შეიძლება სადამრიგებლო საათი ჩატარდეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ანმუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.

კლასგარეშე პროგრამების ძირითადი მიმართულებები

კლასგარეშე პროგრამა შეიძლება იყოს აკადემიური ან შემეცნებითი მიმართულების
. ამ დროს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მოამზადონ საშინაო დავალებები და
 დახმარება მიიღონ ისეთ უნარ-ჩვევებში, როგორიცაა: კითხვა, არითმეტიკა,
 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ა.შ.
 ბავშვის ფიზიკური და პიროვნული განვითარების მიმართულებით კი წარმატებით
 მუშაობს ისეთი პროგრამები, როგორიცაა: დრამისა და ხელოვნების, მუსიკისა 
და ხელსაქმის შემსწავლელი წრეები, კულტურული, სპორტული და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები.
მშობლებთან კომუნიკაცია
წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელსა
 და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. იმისთვის, რომ მასწავლებელსა 
და მშობელს შორის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია
 შედგეს, პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი პედაგოგმა უნდა გადადგას.  მას შეუძლია,
 კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მშობელი სასწავლო პროცესში 
ჩართოს და თავის მოკავშირედ აქციოს. მათ ერთი მიზანი აქვთ _ ბავშვის წარმატებაა
და მისი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობა..
აუხსენით მას, რას გეგმავთ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს 
მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიოს მან სასწავლო წლის ბოლოს. მართალია, 
მშობელთან მუშაობა თქვენგან დამატებით დროს, ენერგიასა და მოთმინებას 
მოითხოვს, მაგრამ ამ შრომის გაწევა იმისთვის ღირს, რომ ერთგვარი მოკავშირე 
გყავდეთ, რომელიც ბავშვს პროგრამის დაძლევისას წარმოქმნილი სირთულეების
 გადალახვაში დაეხმარება.
მშობელთან ურთიერთობისთვის კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის 
გამოყენება შეიძლება: წერილობითი ფორმით დაწყებული და 
ელექტრონული ფოსტით დასრულებული _ 

მშობელი სისტემატურად უნდა იყოს ინფორმირებული არა მხოლოდ მოსწავლის 
უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების
 შესახებაც. პედაგოგი ამ ინფორმაციას წერილობითი ფორმით მიაწვდის მშობელს,
 ტელეფონით აცნობებს თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნის, ეს
 თავად მისი გადასაწყვეტია.  შვილის შექება მშობლისთვის გაკეთებული საუკეთესო
 კომპლიმენტია. დადებითი ტონით დაწყებული წერილი იმის გარანტიას იძლევა, რომ
 მშობელი მას ბოლომდე წაიკითხავს, გიპასუხებთ და თქვენს მიმართ კეთილად
განეწყობა. შეეცადეთ, გამოიწვიოთ იგი, რათა წერილობითვე გიპასუხოთ.  სასურველია,
 მას შეკითხვები დაუსვათ და მიღებულ ინფორმაციაზე კომენტარიც სთხოვოთ. ეს იმ 
კომუნიკაციის დასაწყისი იქნება, რომლის წარმატებაც თქვენს პროფესიონალიზმზე 
დამოკიდებული აღმოჩნდება.
წესი, რომელიც დაგეხმარებათ მშობლისთვის განკუთვნილი წერილის პროფესიონალურად ფორმულირებაში:
1. წერილის დასაწყისში მიმართეთ მშობელს პერსონალურად "ქალბატონო.../ბატონო.."
თუ მშობელს ახლოს იცნობთ და ასეთი მიმართვა მასში უხერხულობას გამოიწვევს, 
შეგიძლიათ არაოფიცილური მიმართვაც შეარჩიოთ, მთავარია, მიმართვა პირადად
 მშობელზე იყოს გათვლილი
2. თქვენი წერილი აუცილებლად უნდა იყოს სტრუქტურიზებული და მშობლისთვის
 გასაგებად დაწერილი. თუ წერილს ხელით წერთ, თქვენი ხელწერა მშობლისათვის 
ადვილად წასაკითხი უნდა იყოს.
3. წერილის სიდიდე შეზღუდეთ და ეცადეთ, არ აღემატებოდეს ერთ გვერდს.
მიმოწერის გარდადიდი მნიშვნელობა აქვს მშობელთან პირისპირ საუბარსაც.

მშობელთა კრებები
6 რჩევა დისკუსიის წარმატებით გასაძღოლად:
კრებაზე შეგიძლიათ მშობლებს იმ ღონისძიების შესახებ შეატყობინოთ, რომლესაც უახლოეს მომავალში გეგმავთ და სთხოვოთ, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. მათი ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს, თქვენ კი სამუშაოს შეგიმსუბუქებთ.
მშობელთა კრებისთვის ყველა პედაგოგი ინდივიდუალურ დღის წესრიგს ამზადებს და მშობლებთან სხვადასხვა საკითხის განხილვას აპირებს. მიეცით მათ იმის საშუალება, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთონ. დისკუსიის მიზანი აუცილებლად კონსენსუსის მიღწევა ან საკუთარი სიმართლის მტკიცება კი არ არის, არამედ ჭეშმარიტების ერთობლივად ძიება. ამ დროს თქვენი, როგორც მოდერატორის, როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

1. იყავით ნეიტრალური, არ დაიცვათ ვინმეს პოზიცია ცალსახად;
2. ყველა მშობელს მიეცით საშუალება, საუბარში ჩაებას;
3. დააწესეთ რეგლამენტი;
4. არ გადაუხვიოთ თემას;
5. მშობლებს აგრძნობინეთ, რომ მათი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია;
6. შეჯამეთ დისკუსიის შედეგები და დაასრულეთ დადებითი განწყობით
.
 მშობელთა კრების დასასრულს სთხოვეთ მშობლებს, რომ წერილობით მოგაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ მარტივი კითხვარი, ან ცარიელი ფურცლები ჩამოარიგოთ, რათა მშობლებმა კრიტიკული შენიშვნები თუ საქებარი სიტყვები ამ ფორმით მოგაწოდონ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий