понедельник, 29 октября 2018 г.

ქართული ანბანის შემობრძანება

     
     უამრავი მოულოდნელი სიურპრიზით დაიტვირთა ეს დღე პირველკლასელთათვის. მათთვის ,,აი ია’’-ს ახსნითი გაკვეთილი ულამაზესი ანბანთცვენით დაიწყო. საოცარი მელოდიის  ფონზე იფრქვეოდა  ქართული ანბანის სალოცავ-სადიდებელი სტრიქონები. მასწავლებლებმა მოსწავლეებს თვალწინ გადაუშალეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, განსაკუთრებულად გაამახვილეს ყურადღება იაკობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის იმ პერიოდზე,როცა მწერალმა დედაენის ჯადოსნური გასაღები იპოვა. ალბათ სიმბოლურია, როცა ეს დღესასწაული იაკობის იუბილეს  15 ოქტომბერს დაემთხვა.
            ეს დღე ჩვენი სკოლის პირველკლასელებს, ალბათ, არასოდეს დაავიწყდებათ. ქართული ანბანის განსაკუთრებული მადლი გადაგღვროდეთ ჩვენო პატარები!            დიდი მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს ( აბესაძე ელისო,გიგინეიშვილი ლელა, გუგუნავა თეა,კელენჯერიძე თამარი,მაისაშვილი ნინო,მანაგაძე თეა,მიქაძე ფიქარია ) და მათ პატარებს დაუვუწყარი და ლამაზი დღისთვის.